Georgian English Russian
+(995) 322 23 44 60
info@viacon.ge

„ბონტეკი"-ს ბეტონის ლეიბები: მარტივი გადაწყვეტილება ეროზიის კონტროლისათვის.

 

გადმოტვირთეთ პრეზენტაცია

ბეტონის ლეიბი არის ორფენიანი გეოტექსტილის ლეიბი რომელიც ივსება დამუშავებული ბეტონის ფენით ინსტალაციის შემგომ. ლეიბი ასრულებს სამურავის როლს ბეტონის გაშრობამდე. მას გააჩნია სპეციალური ჰიდრავლიკური მახასიათებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზედმეტი წყლის ევაკუაციას შეზავებული ბეტონიდან და ბეტონის შენარჩუნებას გეოტექსტილის ფენაში. აღნიშნული ორი მახასიათებლის მოქმედების შედეგი იძლევა მაღალ სიმტკიცეს, სიმკვრივესა და გამძლეობას, მიუხედავად იმისა ის დამონტაჟებულია წყლის ზევით, თუ ქვეშ. ორი ფენა განაპირობებს ლეიბის სისქის კონტროლს.

 

იწარმოება ბეტონის ლეიბების ორ სახეობა:
• გამტარი ბეტონის ლეიბები ფილტრის წერტილებით
• გაუმტარი ბეტონის ლეიბები შემაერთებელი ძაფებით (რეზბებით)

 

ფილტრის ტიპის გამტარი ბეტონის ლეიბი:

ფენები არის მიკერებული ზუსტი ინტერვალებით ე.წ. ფილტრის წერტილების (ფორების) შექმნის მიზნით. აღნიშნული ფილტრის წერტილები ასრულებენ ფილტრის როლს რათა წყალმა შეძლოს გამოდენა და შეამციროს წყლის წნევა ლეიბის ქვეშ და ზემოთ. ფორების საჭირო ზომა იცავს გრუნტის ნაწილაკებს გამოტანისაგან.


გაუმტარი ბეტონის ლეიბები შემაერთებელი ძაფებით
ლეიბს აქვს შიდა შემაერთებელი ძაფები. მათი გარკვეული სიგრძე აკონტროლებს და უზრუნველყოფს ბეტონით შევსების შემდგომ ლეიბის უცვლელი სისქის შენარჩუნებას . ლეიბის სტრუქტურის მეშვეობით, გამაგრების შემდეგ ის ქმნის გაუმტარ დამცავ ფენას.

 

„ბონტეკ"-ის ბეტონის ლეიბები გთავაზობთ უპირატესობების ფართო სპექტრს:

• შესაძლებელია დაგებულ იქნას ციცაბო ფერდობებზე ყოველგვარი სირთულეების გარეშე
• მარტივად ახდენს ადაპტირებას მიწის ზედაპირთან და ამცირებს მიწის გამორეცხვის პოტენციალს
• მარტივად ახდენს ადაპტირებას რთულ გეომეტრიულ ფორმებთან
• მიუხედავად ფერდობისა იდეალურად კონტროლებადია ლეიბის სისქე
• ფილტრიანი ლეიბის ტალღოვანი ზედაპირი არღვევს ჰიდრავლიკურ ენერგიას, ამცირებს ტალღის სიჩქარეს და შედეგად ამცირებს ტალღების ღელვას
• მსუბუქად მოკირჭყლული ზედაპირი წყალგაუმტარი ლეიბისა უზრუნველყოფს ჰიდრავლიკურ წინაღობას
• სამრეწველო ჩამკეტები უზრუნველყოფენ მიმდებარე პანელების სწრაფად და ეფექტურად გამყარებას
• მარტივია დასაგებად