Georgian English Russian
+(995) 322 23 44 60
info@viacon.ge
2016 წლის ოქტომბერში კომპანია „ვიაკონ საქართველო“-მ წარმატებით განახორციელა რუსთავში წყალსაცავის ჰიდროსაიზოლაციო მასალის - გეომემბრანის - შედუღების სამუშაოები.  წყალსაცავის საერთო ფართობი შეადგენს 2500 კვ.მ.
2016 წლის სექტემბერში კომპანია „ვიაკონ საქართველო“-მ წარმატებით განახორციელა ახალციხეში წყალსაცავზე ჰიდროსაიზოლაციო მასალის - გეომემბრანის - შედუღების სამუშაოები. ნაგავსაყრელის ფართობი შეადგენდა 2500 კვ.მ.
2016 წლის აგვისტოს თვეში, კომპანია „ვიაკონ საქართველო“-მ შეასრულა სამუშაოები  ყულევში ნავთობტერმინალზე რეზერვუარის მოწყობისათვის. გეომემბრანით მოპირკეთებული რეზერვუარის მოცულობამ შეადგინა 12900 კვ.მ.
2015 წლის სექტემბერში, კომპანია „ვიაკონ საქართველო“-ს მიერ ქობულეთის შემოვლით გზაზე (II ლოტი), ფოლადის გოფრირებული კონსტრუქციების (MP200) გამოყენებით მოეწყო 80 მ სიგრძის წყალგამტარი მილი, რომლის დიამეტრი არის 6 მ.
ჩვენი კომპანიის მიერ შესრულებულ მორიგ წარმატებულ პროექტს წარმოადგენს 2016 წლის ოქტომბერში, სოფელ თელეთის მახლობლად მოწყობილი გოლფ-კლუბისათვის ხელოვნური ტბის მოწყობა, რომლის შესრულებისათვის კომპანია „ვიაკონ საქართველო“-მ განახორციელა, როგორც ტბის მოწყობისათვის საჭირო ჰიდროსაიზოლაციო მასალა - გეომემბრანის - მიწოდება, ასევე აღნიშნული მასალის დაგებისა და შედუღების სამუშაოები.
2017 წლის მარტში კომპანია „ვიაკონ საქართველო“-მ შეასრულა ბორჯომის ნაგავსაყრელზე ჰიდროსაიზოლაციო მასალის - გეომემბრანის - და აგრეთვე გეოსინთეთიკური მასალის მიწოდებისა და შედუღების სამუშაოები. ნაგავსაყრელის ფართობი შეადგენდა 5000 კვ.მ.
დაპროექტდა და აშენდა თოვლდამცავი გალერეა ფოლადის გოფრირებული თაღური კონსტრუქციების გამოყენებით, სიგრძით 1167 მეტრი მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის წალკა-ახალქალაქის (თიქმადაშის) მონაკვეთზე. გალერეის განივი გაბარიტი 8,65 მეტრი. სიმაღლე რელსის თავიდან თაღის კლიტემდე 7,86 მეტრი - გოფრირებული ლითონის ფურცლის სისქე 5მმ, პლასტიკურობის მინიმალური ზღვარი 235 ნ/მმ2 ცხლად მოთუთოებული ფენის სისქით 70 მიკრონი. იხ. მშენებლობის პროცესის ფოტოები.
დაპროექტდა და 2013 წელს აშენდა კიდევ სამი თოვლდამცავი გალერეა ამ რკინიგზის იგივე მონაკვეთზე, შესაბამისად მათი სიგრძეები შეადგენს 308, 424 და 532 მეტრს. ამ გალერეებზე „ვიაკონ საქართველო"-ს მიერ სრულად არის მიწოდებული საჭირო გოფრირებული ლითონის კონსტრუქციები იგივე მახასიათებლებით, რაც მოცემულია წინა შემთხვევაში.
ფოლადის გოფრირებული თაღური კონსტრუქციების გამოყენებით აშენებულია სამი გზაგამტარი თეთრიწყარო-წალკის სარკინიგზო მონაკვეთზე. მათგან ორის შემთხვევაში თაღური კონსტრუქცია იმყოფება რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ, ხოლო ერთ შემთხვევაში რკინიგზის ლიანდაგზე საავტომობილო გადასასვლელის ქვეშ, გოფრირებული კონსტრუქციებისათვის გამოყენებულია ლითონი 6 და 7მმ სისქით ცხლად მოთუთოებული ფენა სისქით 85 მიკრონი. იხ. სქემები და ფოტოები.
ფოლადის გოფრირებული თაღური კონსტრუქციების გამოყენებით დაპროექტებულია და 2013 წელს აშენდა კიდევ ოთხი გზაგამტარი წალკა-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთზე, რომელთაგან ერთი არის რკინიგზის ლიანდაგის ზემოთ საავტომობილო გადასასვლელის მოსაწყობად, ხოლო სამი გზაგამტარის თაღური კონსტრუქცია რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად აქაც გამოყენებულია ცხლად მოთუთოებული ლითონი სისქით 6 და 7მმ, მოთუთოების ფენის სისქე 85 მიკრონი.
ვიაკონ საქართველო"-ს მიერ მიწოდებული გაბიონების გამოყენებით არის აშენებული ქ.თბილისში დიღომში წმინდა ნინოს მემორიალთან მოწყობილი ტერასები. იხ. ფოტოები.
ქობულეთის შემოვლით გზაზე გოფრირებული კონსტრუქციების გამოყენებით იქნა მოწყობილი წყალგამტარი მილი 3,71 მ სიმაღლითა და 4,64 მ სიგანით, რომლის საერთო სიგრძე 29,7 მეტრია.
ნატანი-ურეკის სარკინიგზო მონაკვეთზე, 100 მ სიგრძის, ნიმუშის სახით მოეწყო კომბიგრიდი, რომელიც წარმოადგენს გეოტექსტილისა და გეოცხაურის კომბინაციას. კომბიგრიდი ერთის მხრივ, ფაქტიურად, გამორიცხავს ღორღის ჩაძირვას მიწის ვაკისის გრუნტში და მეორეს მხრივ, არ უშვებს ხანგრძლივი წვიმების შედეგად მიწის ვაკისის სუსტი, ბლანტ კონდიციამდე მისული გრუნტის ამოსვლას და შერევას ღორღში, რომელიც შპალების ქვეშ არის. ამით იგი უზრუნველყოფს ღორღის ფუნქციის სრულად შესრულების პირობას და ზრდის მიწის ვაკისის მზიდუნარიანობას.
ქ. თბილისში, ფონიჭალაში, კომპანია ვიაკონ საქართველოს მიერ მოეწყო 250 კვ.მ. წყლის აუზი. აუზის მოწყობისათვის გამოყენებული იქნა შემდეგი მასალები: გეოტექსტილი, გეომემბრანის დამცავი ფენის სახით და გეომემბრანა წყალგაუმტარიანობის უზრუნველსაყოფად.
ქ.რუსთავში, 2015 წლის ივლისის თვეში, კომპანია ვიაკონ საქართველოს მიერ მოეწყო წყალსაცავი აუზი 600 კვ. მ. აუზის მოწყობისათვის გამოყენებულ მასალებს შორის იყო გეოტექსტილი და გეომემბრანა.
2012 წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანში, კომპანია ვიაკონ საქართველოს გუნდმა მოაწყო 12 000 კვ. მ. წყლის აუზი. გეოტექსტილის გამოყენებით მიღწეულ იქნა ზედა, გეომემბრანის, ფენის დაზიანებისაგან დაცვა. გეომემბრანის ფენამ კი უზრუნველყო აუზის სრული წყალგაუმტარიანობა.